29 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
უკრაინის 13 ოლქში კორონავირუსის გამო კარანტინი შესაძლოა გამკაცრდეს

კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში კვლავ მზარდია. უკრაინის 13 ოლქში კარანტინი შესაძლოა, გამკაცრდეს. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა იმდენად მაღალია, რომ საავადმყოფოები გადავსებულია. სამედიცინო დაწესებულებებში კი ახალ პაციენტებს ვეღარ იღებენ.

ბოლო 24 საათში უკრაინაში კოვიდინფექციის 1000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთში კი 7 ათასამდე ახალი ფაქტი დარეგისტრირდა. თურქეთში თითქმის 1400 ახალი ინფიცირებულია. რაც შეეხება სომხეთს, მზარდი დინამიკის გამო, ხელისუფლება ქვეყანაში ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომების გამკაცრებას აპირებს.

დღის ამბები