29 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
"მე წავედი კულუარულ გარიგებაზე" - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შესახებ 

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე გადაცემა "ღამის კურიერის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გამართული შეხვედრას იხსენებს, რომელსაც მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ. 

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შეხვედრის ინიციატორი, რომელიც 2016 წელს შედგა, ბიძინა ივანიშვილი იყო. "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ წელს, ბიზნესმენი ჩხარტიშვილი tbc ბანკს 30 მილიონ დოლარს ედავებოდა. ხაზარაძე ამბობს, რომ საქმეში ჩართო იურისტები და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც შევიდა და პროცესები ლეგალურად მიდიოდა.     

მამუკა ხაზარაძის თქმიტ,  მას ბიძინა ივანიშვილი დაუკავშირდა და სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოტანა სთხოვა, ასევე შეხვედრა და მოლაპარაკება შესთავაზა. სწორედ ამის შემდეგ, ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ამ შეხვედრაზე მივიდა. რის შედმეგაც, როგორც მამუკა ხაზარაძე ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი გამოიტანა.     

"მე წავედი კულუარულ გარიგებაზე. როცა ადამიანი მოდის უმრავლესობით, არის მმართველი პარტიის ლიდერი, არის ყოფილი ბიზნესმენი და ამბობს, რომ რათ გინდათ დავა, მოდით ეს  თემა დავამთავროთ, ამაში ერთი მხრივ ცუდი არაფერი არ არის, მით უმეტეს თუ მორიგების ინსტიტუცია არსებობს. ჩემთვის მისაღები იქნებოდა ეს ყველაფერი, რომ ეს მერე არ გაგრძელებულიყო. როცა მე იქ გენერალური პროკურორი ვნახე, იმ მომენტში მივხვდი, რომ მე იქ არ მოვხვდი, სადაც უნდა მოვხვედრილიყავი," - აცხადებს ხაზარაძე. 

"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გამართული შეხვედრა მისთვის წარმატებულად დასრულდა და  შეხვედრაში გენერალური პროკურორის ჩარევამ ეს თემა დახურა. 

"კიდევ კარგი გენერალური პროკურორი ესწრებოდა ამ შეხვედრას, იმიტომ რომ იქ საუბარი ისე წარიმართა. რომ ბოლოს ბატონმა შოთაძემ თქვა ერთი წინადადება, რომლითაც იქ თემა დამთავრდა... ეს იყო გარჩევა ჩხარტიშვილის მხრიდან, რომელიც ამბობდა, რომ რაღაც მაინც გადამიხადეთო. წარმატებით დასრულდა იმიტო, რომ მე ჩავთვალე, რომ გაიგო ორივე მხარემ, გამოიტანეს სასამართლოდან ყოველგვარი გარიგების გარეშე, ვანო ჩხარტიშვილმა დავა შეწყვიტა თიბისის წინააღმდეგ და არაფრისგან მოგონილი 30 მილიონი აღარ მოითხოვა,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის განცხადებით, შეხვედრაზე მისვლა ბიძინა ივანიშვილის თხოვნის საფუძველზე მოხდა. 

"ჩვენი იქ მისვლა იმით იყო გამოწვეული, რომ ბიძინა ივანიშვილის თხოვნა იყო, მმართველი პარტიის ლიდერის, უმრავლესობის ლიდერის და ადამიანმა თქვა, რომ ძალიან გთხოვთ მენდეთ და არ გვინდა სასამართლო, ქვეყანა არის გაჭირვებაში, ესე ცნობილი ადამიანები რომ დაიწყებთ დავას, არ არის სწორი და მე ამ ადამიანს ვენდე, საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანეთ ჩვენ ეს განცხადება, სასამართლოდან არ გამოგვიტანია," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.  

დღის ამბები