29 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
მსგავსად გაბრაზებული არ მინახავს - მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან პირველ კონფლიქტს იხსენებს

"ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ "ღამის კურიერში" ბიძინა ივანიშვილ​​თან პირველ კონფლიქტზე, ისაუბრა.

"როდესაც ჩვენს შორის ე.წ.მორიგება დასრულდა და ამის შემდეგ ორივე მხარემ გარიგების გარეშე გამოიტანა სასამართლოდან, გამოსვლის დროს, მე ივანიშვილს ვუთხარი, რომ  როგორც მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებდი, რათა ამ ქვეყანაში ნორმალური სტრუქტურები ჩამოყალიბებულიყო და მსგავსი რამე აღარ განმეორებულიყო.

ბიძინა ივანიშვილი მე მსგავსად გაბრაზებული არასოდეს მინახავს, მსგავს რამეს როგორ მეუბნებიო ადამიანს, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმი დავამარცხეო. სააკაშვილის რეჟიმი, რომელსაც წლების მანძილზე თავად ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა.

აქ იყო პირველი ჩვენი კამათი, მე ვიცოდი, რომ ჩხარტიშვილი სხვა კომპანიებსაც მსგავს რაღაცებს უკეთებდა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩხარტიშვილი ასე მოქმედებდეს ნებართვის და მწვანე შუქის გარეშე. ამ ყველაფერზე ძალიან კარგი იქნება ჟურნალისტური გამოძიება,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები