29 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
30-ვე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებს დავაყენებთ - მამუკა ხაზარაძის თქმით, პარტია გამარჯვებაზეა ორიენტირებული

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე გადაცემა "ღამის კურიერის“ ეთერში 2020 წლის აპრილში ჩატარებული ორი კვლევის შედეგების შესახებ საუბრობს. წამყვანის კითხვაზე, რამდენად შეძლებს მიღებული დაბალი პროცენტული მაჩვენებლის მიუხედავად პოლიტიკური მოძრაობა ლიდერობის მოპოვებას, მამუკა ხზარაძე ამბობს, რომ შიდა კვლევებით, სხვა შედეგი დადგა და მოძრობა მესამე ადგილს იკავებს.  

"მოდით დაველოდოთ საერთაშორისო კვლევებს, რომელიც გასულია ველზე და იქნება ივლისის ბოლოს. ჩვენი კამპანია დავიწყეთ სულ ერთი კვირაა, შესაბამისად, ჯერ რეგიონებში გავედით რამდენიმე დღის წინ. ჩვენ ახლა დავიწყეთ მოსახლეობასთან შეხვედრა. ნუ ვიჩქარებთ, შედეგი აბსოლუტურად სხვა იქნება, დამერწმუნეთ,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საუბარი შეეხო ასევე პარტიის ორი წევრის, დავით უსუფაშვილისა და გრიგოლ გეგელიას დაბალ პროცენტულ მაჩვენებლს. კითხვაზე - დააყენებს თუ არა პოლიტიკური მოძრაობა ამ ორ კანდიდატს თბილისში ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ, რაზეც მამუკა ხაზარაძე, რომ ისინი მაჟორიტარულ ოლქებში მძიმეწონიან კანდიდატებს დააყენებენ. 

"ჩვენ დავაყენებთ 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებს და დამერწმუნეთ, რომ შედეგი იქნება ძალიან რადიკალურად სხვა და შედეგი იქნება გამარჯვებაზე ორიენტირებული." - აცხადებს ხაზარაძე. 

 

 

 

დღის ამბები