29 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ორშაბათს ჩატარდება კენჭისყრა და იქნება საპარლამენტო დემოკრატია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ორშაბათს კანონპროექტთან დაკავშირებით ჩატარდება კენჭისყრა, რის შემდეგაც ქვეყანას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული საპარლამენტო დემოკრატია ექნება. 

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველო, როგორც ფაქტი, არის საპარლამენტო დემოკრატია. უფრო მეტიც, ორშაბათს ჩატარდება კენჭისყრა და ეს იქნება საპარლამენტო დემოკრატია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული.

საპარლამენტო დემოკრატია, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზეა დაფუძნებული, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოითხოვს აბსოლუტურად ეფექტურ და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო სექტორს. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომლის გარეშეც ქვეყნის შემდგომი განვითარება ასეთ პოლიტიკურ სისტემაში იქნება უბრალოდ შეუძლებელი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები