29 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
20 წელი წყლის გარეშე - სოფელ ციხისფერდის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დაპირებებს წლებია უშედეგოდ ისმენს

სოფელ ციხისფერდის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან დაპირებას წლებია ისმენს, თუმცა მათ ონკანებში წყალი 20 წელზე მეტია არ მოდის.

სოფელში, სადაც 290 ოჯახი უწყლობის გამო გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, სასმელი წყლის მიწოდებისთვის მცირე სამუშაოები არაერთხელ ჩატარდა, თუმცა უშედეგოდ. მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია უფრო სრულყოფილი და მასშტაბური სამუშაოები დაიწყოს.

სოფლის შიდა გზა ციხისფერდის კიდევ ერთი პრობლემაა. წლებია ადგილობრივები შიდა გზების რეაბილიტაციას ითხოვენ, უჭირთ სკოლაში ბავშვების გაშვება, მოუწესრიგებელი გზა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებს პაციენტამდე მისვლის დროს უხანგრძლივებს.

ოზურგეთის რაიონის სოფლის პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებაშიც კარგად იციან. "კურიერთან" საუბრისას სოფლის რწმუნებული ამბობს, რომ პრობლემების მოსაგვარებლად მერიაში უკვე მუშაობენ.

იმ შემთხევაში, თუ უახლოეს პერიოდში სოფელში სოციალური პრობლემები არ მოგვარდება, ადგილობრივები საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

დღის ამბები