29 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
მაკო გომურს თქვენ დღეში ასჯერ ახსენებთ, მე მის სახელს ასე არ ვიყენებ, ეს არის მორალური სხვაობა თქვენსა და ჩემს შორის - პრემიერი

სამწუხაროა, რომ 20 ივნისის ღამეს ადამიანები დაშავდნენ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, თავად პრემიერი მაკო გომურის სახელს პოლიტიკურად არ იყენებს და სწორედ ეს არის მორალური სხვაობა მასსა და ოპოზიციას შორის.

"სამწუხაროა, რომ ადამიანები დაშავდნენ. უკიდურესად სამწუხაროა და არავინ ისე ამაზე არ წუხს, თქვენ გგონიათ, რომ უფრო მეტად წუხხართ. თქვენ რატომ არ წუხხართ უფრო მეტად იცით? რადგან თქვენ იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ და მე არ ვიყენებ. მაკო გომურს თქვენ დღეში ასჯერ ახსენებთ, მე მის სახელს ასე არ ვიყენებ, ეს არის მორალური სხვაობა თქვენსა და ჩემს შორის, ეს დაიმახსოვრეთ კარგად," – მიმართა გიორგი გახარიამ ოპოზიციას.

დღის ამბები