29 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ არის - ჰუბერტ ქნირში

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმებაში  გიორგი რურუა ნახსენები არ არის. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება.

"ბატონი რურუა არ არის ნახსენები ამ შეთანხმებაში. ეს არის ძალიან მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა. ცოტათი გაკვირვებული ვარ, რომ ეს ახლა არის განხილვის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის. 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა  და ყველასთვის ცნობილია, 2 ტექსტს მოიცავს. ნათელია, რომ იქ ნახსენები არ არის გიორგი რურუას სახელი და არც სხვა ადამიანების. ახლა მნიშვნელოვანია, რომ დამტკიცდეს საკონსტიტუციო ცვლილებები. როგორც ფასილიტატორთა ჯგუფის მონაწილე, მოვუწოდებ პოლიტიკურ ძალებს, ორშაბათს  ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა მიიღონ, რათა კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს და საქართველოს უკეთესი საარჩევნო სისტემა ჰქონდეს. კარგი საარჩევნო კანონი არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ  მოსახლეობის უფლებაა. ყველა პარტია თავის გადაწყვეტილებას მიიღებს. შეთანხმება, რომელსაც მათ ხელი მოაწერეს, ნათელია და ის მოიცავს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას,"- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

დღის ამბები