29 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
ტრეფიკინგთან ბრძოლა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელ ანგარიშში საქართველოს უმაღლესი შეფასება აქვს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანებით ვაჭრობის - ტრეფიკინგის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელ ანგარიშში საქართველოს უმაღლესი შეფასება აქვს და პირველ კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ სრულად აკმაყოფილებს ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის სტანდარტებს და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომების მიღებას განაგრძობს.

ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით საქართველო ევროპის ქვეყნების - ავსტრიის, საფრანგეთის, ფინეთის, ჰოლანდიის, ნორვეგიის, შვედეთის, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის - გვერდითაა.

დღის ამბები