29 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ხათუნა სამნიძე სუსში დაიბარეს

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, ხათუნა სამნიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზეა დაბარებული.

გამოძიება საბოტაჟის მუხლითაა დაწყებული, რომელიც COVID-19-ის მონაცემების გაზრდის მიზნით, გარდაცვალების მიზეზების გაყალბებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხება.

ხათუნა სამნიძის თქმით, მისი დაბარება ერთ-ერთ ფეისბუკპოსტზე კომენტარის სახით დაფიქსირებული მოსაზრების გამო ხდება.  სამნიძე, სავარაუდოდ, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას მოითხოვს:

"პოსტი არ დამიწერია ნამდვილად, მიუხედავად ამისა, რამდენჯერმე იკითხა ვინც დამირეკა, რომ დამიდასტურეთ, რომ პოსტი თქვენ დაწერეთო. მე ჩემი რამდენიმე მოსაზრება დავაფიქსირე სხვის პოსტზე. მე არ ვიცნობდი სუსის გუშინდელ განცხადებას, რომ საბოტაჟის მუხლით დაიწყო გამოძიება და იმის ნაცვლად, რომ დაკავებული იყოს იმის გამოკვლევით კონკრეტულად, რა საკითხზეა საუბარი. მოსაზრება ვინც დავაფიქსირეთ, იმათ გვიბარებენ მოწმის სახით. საერთოდ აზრზე არ ვარ, რა სისხლის სამართლის საქმეზე ვარ დაბარებული. დაბარებული ვარ დღეს საღამოს, მაგრამ სავარაუდოდ, მოვითხოვ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები