29 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
პირველ ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 1 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციიაღმოსავლეთ საქართველოში 26-27 ივნისს დროგამოშვებით იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა ტემპერატურა +23, +28 გრადუსი იქნება. 28 ივნისს დღისით შედარებით გამოიდარებს, 1 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 26-28 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. 28 ივნისს დღისით გამოიდარებს და 1ივლისამდე მცირე წვიმა შესაძლოა მხოლოდ ღამისა და საღამოს საათებში აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს.

დღის ამბები