29 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
კაცი, რომელმაც გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბია, დააკავეს

პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, 1969 წელს დაბადებული დ.შ. გორში ცხელ კვალზე დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში დ. გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე ოფისიდან გამოიტანა ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"რომ ყოფილიყო ვინმე ოფისში, აუცილებლად მიიღებდა ჯანმრთელობის დაზიანებას, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ქვებია შიგნით ნასროლი,"- აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ვასილისა ჯაბახიძე

დღის ამბები