გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს. თვითმხილველების განცხადებით, უცნობმა პირმა, დაახლოებით 50 წლის მამაკაცმა დილას ქვებით ჩალეწა შუშები და შევიდა ოფისში.
საკრებულოს წევრის ვასილისა ჯაბახიძის განცხადებით, მთლიანად დარბეულია ოფისის შიდა პერიმეტრიც. დამტვრეულია ტექნიკა და რბილი ავეჯი.