მექსიკაში შეიარაღებული დაპირისპირების დროს 16 ადამიანი დაიღუპა. ორმხრივი სროლა ნარკოდაჯგუფებებს შორის უთანხმოებას მოჰყვა.
დაპირისპირება 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მომხდარის ადგილიდან პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები და ტყვია-წამალი ამოიღო.