29 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
რუსული მხარე საქართველოს კრიტიკას განაგრძობს და ოფიციალურ თბილისს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს

რუსული მხარე საქართველოს კრიტიკას განაგრძობს და ოფიციალურ თბილისს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, საქართველო ყოველგვარი მიზეზის გარეშე აფართოებს ანტირუსულ, ანტიაფხაზურ და ანტიოსურ რიტორიკას. მარია ზახაროვამ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართული მხარე სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგის წარმოებაზე უარს ამბობს.

"რუსეთის მხრიდან გამოითქვა შეშფოთება ოფიციალური თბილისის დესტრუქციული ხაზის გამო. საქართველო ყოველგვარი მიზეზის გარეშე აფართოებს ანტირუსულ, ანტიაფხაზურ და ანტიოსურ რიტორიკას , მათ შორის ბორდერიზაციასთან დაკავშირებით. გრძელდება "კოვიდ-19"-ის გავრცელების საწინააღმდეგო მოქმედების თემით პოლიტიკური სპეკულაცია და ამ ფონზე არ შეიძლება წუხილს არ იწვევდეს საქართველოს ხელისუფლების უარი სოხუმთან და ცხინვალთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოებაზე, არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, პირველ რიგში სასაზღვრო დოსიეზე.

რუსეთისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების პოზიციები ემთხვევა, რაც მაქსიმალურად სრული და ქმედითი დიალოგის არხების მხარდაჭერას გულისხმობს. მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატის რთული სამუშაოს გაგრძელება მხარეების სტიმულირების მიზნით, გამოავლინონ თავშეკავება, ეძებონ პოზიციების კომპრომისული ურთიერთგაცვლა ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებებისთვის. გამოითქვა მზადყოფნა, აუცილებლობის შემთხვევაში კონტაქტები გაგრძელდეს ვიდეოკონფერენციის რეჟიმით,"- განაცხადა მარია ზახაროვამ.

დღის ამბები