29 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემების ინსტიტუციურ პრობლემებ​ი - EMC-მ და საიამ გაეროს ანგარიში გაუგზავნეს

მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემების ინსტიტუციურ პრობლემებსა და სისხლის სამართლის სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით EMC-მ  და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ანგარიში გაუგზავნეს. ანგარიშში იმ გამოწვევებსა და პრობლემებზეა საუბარი, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. ორგანიზაციის წევრები დღეს ამ თემაზე ერთობლივ კონფერენციას გამართავენ.

"მთავარი რეკომენდაციები შეეხება სწორედ ამ პრობლემებს, რომ პირველ რიგში მართლმსაჯულების და სასამართლოს მიმართულებით გატარდეს სისტემური რეფორმები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმგვარი რეფორმირება, რომ გამორიცხული იყოს ამ უწყებაზე პოლიტიკური ზეგავლენების შენარჩუნება. ასევე ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერება. რეკომენდაციები შეეხება შსს-ს, პროკურატურის რეფორმირებას და მათი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფას, ასევე საგამოძიებო სისტემის რეფორმირებას," - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე.

დღის ამბები