ვარშავაში ავტობუსის ხიდიდან გადავარდნას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა. 186-ე მარშრუტით მოძრავი ავტობუსი გროტ-როვეცკის ხიდიდან გადავარდა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ავტობუსში 30 ადამიანი იმყოფებოდა. ორსექციანი ავტობუსი ავარიის შედეგად ორ ნაწილად დაიშალა და ერთ-ერთი ნაწილი, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ, დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათი მიმდინარეობდა, ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო ვერტმფრენმა ტერიტორია რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ავარიის მიზეზი ამ დრომდე დგინდება.