29 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
რატომ დასახელდა სუსი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში წამყვან უწყებად - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში წამყვან უწყებად დასახელდა.

დოკუმენტში ჩამოთვლილი ამ არგუმენტების გამო სუსი მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ქვეყნებს შორის მოხვდა. ამერიკელი სპეციალისტები ანგარიშში წერენ, რომ 2019 წელს საქართველოში არცერთი ტერორისტული ინციდენტი არ დაფიქსირებულა, რაც უწყების მუშაობის ეფექტურობაზე მეტყველებს.

"მნიშვნელოვანია დოკუმენტი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის" - ასე შეაფასა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ანგარიში. სუსის, როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ წამყვან უწყებად დასახელებას გიორგი ლილუაშვილი თანამშრომლების მუშაობას და მათ კვალიფიკაციას უკავშირებს.

საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის შედეგს უწოდებენ დიპლომატები დოკუმენტში უწყების წარმატებაზე საუბარს. სტაბილურობის შენარჩუნებას კი ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ მუშაობაში ხედავენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ სუსის მუშაობის შეფასებისას საპარლამენტო ოპოზიცია ბოლო პერიოდში ჩატარებულ ღონისძიებებს იხსენებს. უწყებას ოპოზიციონერი დეპუტატები პოლიტიკური ოპონენტების დევნაში ადანაშაულებენ.

ოპოზიციის პოზიციას არ ეთანხმება მმართველ გუნდი. უმრავლესობაში ამბობენ, რომ უწყებამ ბოლო პერიოდში ქვეყანას არაერთი საფრთხე აარიდა.

პოზიტიურ შეფასებას ქართულ საგამოძიებო უწყებაზე ეფექტური თანამშრომლობის შედეგს უკავშირებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. წარმატების შენარჩუნებას კი გიორგი გახარია საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო სამომავლო ურთიერთობებში ხედავს.

დოკუმენტში აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საკანონმდებლო ორგანოს ერთობლივი ეფექტური საქმიანობაც. ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად ჩაითვალა მუდმივმოქმედი კომისიის შექმნა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის 3 წლიანი სტრატეგიული დოკუმენტის მომზადება.

დღის ამბები