29 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში გზის რეაბილიტაციის მოტხოვნით აქცია გაიმართა

ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში აქცია გაიმართა. მოსახლეობის ნაწილის გზის რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე ოთხი წელია დაპირებას იღებენ, თუმცა უშედეგოდ. აქციის მონაწილეებმა დღეს რამდენიმე წუთით გზაც გადაკეტეს, თუმცა პროცესში სამართალდამცავები ჩაერთნენ და მოძრაობა აღდგა.

მოსახლეობა განმარტავს, რომ სოფელში კარიერებსა და ქვის ქარხანაში სამუშაოდ სატვირთო მანქანები სწორედ მათ გზას გადიან, რის გამოც მუდმივად მტვერია, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ადგილზე სოფლის მაჟორიტარი და გამგებელი იმყოფებოდნენ. როგორც გამგებელმა ჟურნალისტებს უთხრა, გზის რეაბილიტაცია მომდევნო თვიდან დაიწყება.

დღის ამბები