29 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
"მე მაქვს სიცოცხლის უფლება" - თბილისის მერიასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს

"მე მაქვს სიცოცხლის უფლება" - ამ სლოგანით თბილისის მერიასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს.

ორგანიზაციები ბოლო დროს ცხოველთა დაძინების გახშირებულ ფაქტებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მერიის მონიტორინგის სამსახური არასწორად მუშაობს.

მათი თქმით, ცოფის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ცხოველების ხელახალი ვაქცინაცია და არა მათი დახოცვა.

ცხოველთა უფლებების დამცველი მარინა ბერსენაძე აცხადებს, რომ ცხოველების დაძინება მიუღებელია.

"ცხოველების ქუჩიდან აყვანა და მათი დაძინება არ შეიძლება, იმიტომ, რომ ბიუჯეტი არ გაქვს და იმიტომ, რომ კითხვის ქვეშ აყენებ ვაქცინაციის საკითხს,"- განაცხადა მარინა ბერსენაძემ.

დღის ამბები