29 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარია კიდევ ერთხელ ჩააგდებს ნოკაუტში ოპოზიციას - მამუკა მდინარაძე

მმართველი გუნდის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მესამე ჯერზეც, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წევრებს ამომწურავ პასუხებს გასცემს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამთავრობო გუნდი ეფექტურად უმკლავდება ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს პრემიერ-მინისტრის მეთაურობით.

"ის ოპონენტები, რომლებიც აცხადებენ, რომ კონკრეტული გეგმა არ არსებობს, სიღრმეებში არ მიჰყვებიან არც ერთ თემას. სპეკულაციური მესიჯებით შემოიფარგლებიან. კიდევ ერთხელ, დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციას ნოკაუტში ჩააგდებს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია წლიურ ანგარიშს დეპუტატებს ხვალ, პლენარულ სხდომაზე წარუდგენს.

დღის ამბები