29 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 ხმით მერაბ ტურავა აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს, მან 5 ხმა მიიღო.  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 2 კანდიდატურა იყო წარდგენილი. მერაბ ტურავასთან ერთად ამ პოსტის დასაკავებელ არჩევნებში ირინა იმერლიშვილიც მონაწილეობდა.

თავმჯდომარეს საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობიდან ხუთი წლის ვადით ირჩევენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს, უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ამოეწურა.

დღის ამბები