29 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა ივლისის ბოლომდე გადავადდეს - ნათია თურნავა

რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა ივლისის ბოლომდე გადავადდეს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, რეგულარული ფრენების აღდგენა მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

"ჩვენ ივლისშიც ძალიან ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ვიზიტორებს, საერთაშორისო ტურისტებს. აქ იქნება რამდენიმე მიმართულება, ბიზნესვიზიტორებისთვის, სტუდენტებისთვის ცალკე წესი შემუშავდა და მალე გახდება საჯარო.

ძალიან დაცული რეგულაციები, მაგრამ უფრო გამარტივებული შემოსვლა ჩვენს ბაზარზე. ასევე, ამ დღეებში ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომელმაც ჯერ მხოლოდ საკუთარ წევრ სახელმწიფოებს შორის გახსნა საზღვარი და ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას არაწევრ ქვეყნებზეც. რაც შეეხება ფრენებს, დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული, საკმაოდ რეგულარული ფრენები, დღესაც ხორციელდება, ივლისშიც განხორციელდება," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები