29 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
სასურსათო-საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგები ჩამოიწერება - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სასურსათო-საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგები ჩამოიწერება.

პრემიერის თქმით, საკითხი კერძო სექტორსა და ფინანსთა სამინისტროს შორის დიდი ხანია დავის საგანია.

"კიდევ ერთი სასიხარულო და ასევე დიდი ხნის საკითხი გახლავთ სასურსათო-საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის საკითხი, რომელიც, რაც თავი მახსოვს, სულ დავის საგანი იყო ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის.

ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად ქმნის იდეალურ პირობებს, რომ ბუნებრივი დანაკარგები ამ სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნესსექტორს გაუმარტივებს ცხოვრებას და ოპერირებას," - აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

დღის ამბები