29 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
საქართველოში​ COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 917-ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. 

5-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ამ დროისთვის "კოვიდ-19" 776-მა პაციენტმა დაამარცხა.

კარანტინის რეჟიმში რჩება 2 687, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 260 პირი.

ქვეყანაში COVID-19-ის ინფექციით 14 პაციენტი გარდაიცვალა.

დღის ამბები