29 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
9 მილიონ ნახევარს აჭარბებს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში

9 მილიონ ნახევარს აჭარბებს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში. კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ბოლო დღეებია COVID 19-ის შემთხვევები სწრაფად მატულობს.

ყოველდღიურად 40 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დასტურდება ბრაზილიაში. ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი იკლებს ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში კი კვლავ რთული ეპიდსიტუაციაა.

გაზრდილია გარდაცვლილთა რიცხვი თურქეთსა და რუსეთში. ბოლო 24 საათში COVID 19-ს აზერბაიჯანში 7, სომხეთში კი 14 ინფიცირებულის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კორონავირუსი დაუდასტურდა სომხეთის პარლამენტის კიდევ ორ წევრსაც.

დღის ამბები