29 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სუსი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წამყვან უწყებად დასახელდა 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წამყვან უწყებად დასახელდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის ინციდენტებზე.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირებისა და გამოძიების წარმოების კუთხით; არის კარგად აღჭურვილი და კარგად მომზადებული," - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უსაფრთხოების კუთხით საქართველო კვლავინდებურად რჩება აშშ-ის მტკიცე პარტნიორად.

დღის ამბები