29 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
ვაკეში წაქცეულმა ხემ ორი ავტომანქანა მოიყოლა

ვაკეში, თამარაშვილის პირველ ნომერში წაქცეულმა ხემ ორი ავტომანქანა მოიყოლა. 

როგორც "რუსთავი2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურში უთხრეს, შემთხვევის შედეგად ერთი მანქანა მსუბუქად დაზიანდა.

სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის ინფორმაციით, ხის წაქცევის მიზეზი დაზიანებული ფესვებია. 

"დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დროს, ხის ფესვები ისე არის დაზიანებული, ეს შედეგი იქნებოდა. "პრადოს" მძღოლს აქვს დაზიანება.

სხვა ხეებსაც იგივე ელის, დავდე არაერთი პოსტი და კიდევ დავდებ, ვაფრთხილებდი კალაძეს, რომ ადამიანის ჩარევის გარეშე ჯანმრთელი ხე ვერ წაიქცეოდა. ანალოგიური მდგომარეობაა მზიურთან, 55-ე სკოლასთან. საკმაოდ დიდი რისკია, ხეების უმეტესობას იგივე ელის. ეს ხეები გახადეს ავარიული," - განაცხადა ნატა ფერაძემ.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

დღის ამბები