29 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
მინისტრმა გამოაცხადა მზაობა, მოვიდეს კომიტეტში და გასცეს თქვენს კითხვებს პასუხი-თამარ გაბუნია

მწვავე კითხვები დასვეს დღეს ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც თამარ გაბუნიამ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივა და ცვლილებების პროექტი წარადგინა. ძალიან ბევრი კითხვა იყო, რის გამოც კომიტეტზე კენჭისყრა გადაიდო.

ოპოზიციის ნაწილს აინტერესებდა რატომ არ მივიდა პირადად ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში, რაზეც თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ეკატერინე ტიკარაძე მომავალ კვირას წარსდგება დეპუტატების წინაშე და ყველა კითხვას უპასუხებს.

"დღევანდელი კომიტეტის დღის წესრიგი, ქალბატონი მინისტრის აქ ყოფნას არ ითვალისწინებდა. რაც შეეხება მოთხოვნას, მისი კომიტეტთან წარდგენის შესახებ, მინისტრმა გამოაცხადა მზაობა, მოვიდეს კომიტეტში. ის გასცემს თქვენს კითხვებზე პასუხს 520 დადგენილებაზე და მარეგულირებელ ნორმატიულ დოკუმენტებთან დაკავშირებითაც,"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები