ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ალიანსში გერმანიის როლსა და ამერიკელი სამხედროების ნაწილის გერმანიიდან გაყვანაზე ისაუბრა.
სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ორგანიზაციის მუშაობაზე ამას გავლენა არ მოუხდენია.
ინტერვიუს დროს იენს სტოლტენბერგმა დონალდ ტრამპის კომენტარზეც ისაუბრა, სადაც აშშ-ს პრეზიდენტი გერმანიას თავდაცვაში არასაკმარისი ფინანსების ჩადების გამო აკრიტიკებს.