29 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
გაერო-ს გენერალური მდივანი ისრაელს მოუწოდებს, უარი თქვას მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ანექსიაზე

გაერო-ს გენერალური მდივანი ისრაელს მოუწოდებს, უარი თქვას მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ანექსიაზე.

ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორიის ანექსირება საერთაშორისო სამართლის და გაერო-ს ქარტიის ყველაზე სერიოზული დარღვევა იქნება.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მოხსენება უშიშროების საბჭოს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე დაგეგმილ სხდომამდე გაუგზავნა. დოკუმენტში გუტერეში ამბობს, რომ ისრაელის მიერ ანექსია ახალი მოლაპარაკებების და საბოლოოდ 2 სახელმწიფოსთვის "დამანგრეველი" იქნება.

დღის ამბები