მოსკოვში აღლუმზე ჩასულ ყირგიზეთის დელეგაციის 2 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა. სტუმრებმა აეროპორტში COVID-19-ზე ტესტი გაიარეს.
იმის გამო, რომ დელეგაციაში ინფიცირებულები აღმოჩნდნენ, ყირგიზეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, აღლუმს არ დასწრებოდა, რათა ღონისძიებაში მონაწილე სხვა ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნოდა. ბიშკეკში დაბრუნების შემდეგ კი სოორანბაი ჯეენბეკოვი თვითიზოლაციაში გადავა.
ცნობისთვის, რუსეთი ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავს აღნიშნავს.