29 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
როგორ უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ადამიანმა არჩევნებში მონაწილეობა - თამარ გაბუნია "დღის კურიერში"

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია "დღის კურიერის" ეთერში იმ მეთოდებზე საუბრობს, თუ როგორ უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა პირმა არჩევნებში მონაწილეობა.

"რა უნდა მოხდეს, თუ ადამიანი კოვიდინფიცირებული და ამ შემთხვევაში და რამდენად შევძლებთ, რომ ადამიანმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ასევე, კარანტინში მყოფი პირების შემთხვევაში, ეს ნაკლებად რთული გვგონია და ვფიქრობთ, რომ ტექნიკურად მარტივად მოხერხდება ეს ამბავი, რომ კარანტინის სივრცეში მოგვარდეს. ეს ხდება გადასატანი ყუთის მეშვეობით," - აცხადებს თამარ გაბუნია.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, კოვიდინფიცირებული პირისთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა მეთოდი შემუშავდება. მისივე განცხადებით, უზრუნველყოფილი იქნება ნიღბების ხელმისაწვდომობის საკითხი და ასევე შესაფერისი სანიტარული ჰიგიენური უზრუნველყოფის საკითხიც.

"ამაზე ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რადგან ჩვენ, ჯერჯერობით, დისტანციური ხმის მიცემის ტექნოლოგია არ გვაქვს, არ არის არც ფოსტა და არც ელექტრონული ხმის მიცემა. ამაში ალბათ დაგვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების დახმარება, რომ გვითხრან რა შეიძლება იყოს გამოსავალი.

აქაც ნიღბების მობილიზებაა საჭირო  და ასევე, იმ სივრცეების, სადაც ჩატარდება არჩევნები. ამაზე მიდის მუშაობა, შეირჩევა ადგილები. მაგრამ ინფექციის კონტროლის პირობებიდან გამომდინარე, დამატებითი მოთხოვნები ჩნდება, განსაკუთრებით ვენტილაციასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, ეს მოსამზადებელი სამუშაოები მიდის. რესურსების მობილიზებაში, ვფიქრობ, რომ დონორები დაგვეხმარებიან, იქნება ნიღბების ხელმისაწვდომობის საკითხი, შესაფერისი სანიტარული ჰიგიენური უზრუნველყოფის საკითხი და არ მგონია, ამასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა რესურსის კუთხით შეიქმნას," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

დღის ამბები