29 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
წაშლის თუ არა არჩევნების დღეს გაკეთებულ მარკირებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისეპტიკური ხსნარი

წაშლის თუ არა არჩევნების დღეს გაკეთებულ მარკირებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისეპტიკური ხსნარი, ამის შესახებ "დღის კურიერში" ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ისაუბრა. 

"ჩვენ ვიმუშავეთ ამ საკითზე და საარჩევნო კომისიამ გაითვალისწინა ეს საკითხი. ჩვენ იმაზეც ვიფიქრეთ, რომ ამ ორი ხსნარის ერთდროულად მომხმარებამ, ალერგიული რეაქცია არ გამოიწვიოს. წინასწარი ექსპერიმენტით, რომელიც ჩატარდა სამუშაო ჯგუფში, აბსულუტარად არ მოხედრხდა მარკირების სითხის წაშლა. ვერცერთი სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც ქართულ ბარარზე მოიპოვება, ამას ვერ ახერხებს, თუმცა ყველა ხსნარი, რომლის გამოყენებაც მოხდება საარჩევნო უბნებზე, შემოწმდება, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი,"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.  

დღის ამბები