29 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
Media Freedom EU საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვს

"ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრი" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია ხელისუფლებისგან ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვს.
 
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით მკვლელობის მცდელობას საქართველოში. და ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ, რათა დაიცვან იგი. არცერთ ჟურნალისტს არ უნდა ემუქრებოდეს ან შეექმნას საფრთხე მისი სამუშაოს შესრულებისთვის," - წერია განცხადებაში.

დღის ამბები