29 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტში გიორგი რურუას სისხლის-სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება - შალვა შავგულიძე

გიორგი რურუას ადვოკატის შალვა შავგულიძის განცხადებით, გამოძიების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიდან მოპოვებული ცნობით დასტურდება, რომ აღნიშნულ დეპარტამენტში გიორგი რურუას სისხლის-სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება.

"მე ხელთ მაქვს გამოძიების მიერ მოპოვებული ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიდან, სადაც წერია, რომ აღნიშნულ დეპარტამენტში ინფორმაცია გიორგი რურუას სისხლის-სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით არ მოიპოვება. "ქართული ოცნება" ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ევროპარლამენტარები, რათა გაამართლოს მის მიერ 8 მარტის ხელშეკრულების შეუსრულებლობა პოლიტპატიმარ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების ნაწილში," - აცხადებს შალვა შავგულიძე.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები