29 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.

მელაძის  ინფორმაციით, კითხვები მასთან გამოძიებას გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე ექნება. ჟურნალისტი სუსში ადვოკატთან ერთად  მივიდა.

მელაძის თქმით, ის "ტვ პირველის" ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ დაიბარეს და კონკრეტული დეტალებით დაინტერესდნენ, საქმე ეხება გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმის ფიგურანტ - ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას.

"ჩემთვის, ამ ეტაპზე, ცნობილია, რომ კითხვები ეხება მხოლოდ შაბათის ეთერში გასულ გამოძიებას, თუ იმის მიღმა იქნება კითხვები, რომელიც არ არის შემხებლობაში ამ კონკრეტულ რეპორტაჟთან, მაგრამ შესაძლოა უკავშირდებოდეს ამ საქმეს, ამ თემასთან დაკავშირებით მე მოვითხოვ, რომ დავიკითხო მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით," - განაცხადა ნოდარ მელაძემ სუსის შენობაში შესვლისას.

ადვოკატის თქმით, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე საგამოძიებო მოქმედებაში ისინი მონაწილეობას იღებენ, თუმცა წყაროს დასახელებისგან თავს შეიკავებენ.

ლევან მახარაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, გამოკითხვა სუსში  მოხდება თუ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, კითხვების შესაბამისად იქნება მიღებული.

დღის ამბები