29 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი მოსკოვში აღლუმზე დასასწრებად ჩავიდა და პუტინს შეხვდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ბჟანია რუსეთის პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აღლუმზე დაპატიჟა.

როგორც ე.წ პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, ასლან ბჟანიამ ვლადიმირ პუტინს აფხაზი ხალხის სახელით მიულოცა და მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით აღლუმი 9 მაისის ნაცვლად 24 ივნისს კორონავირუსის პანდემიის გამო იმართება.

რუსეთის პრეზიდენტს ფაშიზმზე გამარჯვების ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განუცხადეს, თურქმენეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ღონისძიებას არც ხორვატიის პრეზიდენტი დაესწრება.

დღის ამბები