ძლიერი წვიმა და ქარი იყო სტამბოლში. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სტიქიას 30 წლის სირიელი ლტოლვილი ემსხვერპლა.
დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.ისინი სამაშველო ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
წყალდიდობის დროს დაზიანდა ავტომობილები და ზარალი მიადგა ადგილობრივ ბაზარს. სტიქიის შედეგად ელექტროენერგია შეუწყდა სტამბოლის რამდენიმე უბანსაც.