29 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
გაიმარჯვებს თუ არა შალვა ნათელაშვილი ნაძალადევის ოლქში - "ლებორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ ნაძალადევში გამარჯვებისთვის არიან განწყობილი

რამდენად აქვს შანსი შალვა ნათელაშვილს არჩევნები მოიგოს "ლეიბორისტების პოლიტიკურ აკვანში", როგორც ის უწოდებს ნაძალადევის რაიონს- ამის შესახებ "ლეიბორისტების" ლიდერმა, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა "ღამის კურიერში" ისაუბრა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციამ პარამეტრები გათვალა და ოლქები ისე გაანაწილა, რათა მაქსიმალურად მოხდეს სახელისუფლებო კანდიდატების დამარცხება:

"ამ საკითხებში ღორმუცელობა ძალიან ცუდი იქნებოდა ქვეყნისთვის და პარტიებმა სწორად გათვალეს ყველაფერი, ყველა პარამეტრი და ვფიქრობ, რომ საერთო ძალისხმევისათვის, საერთო შედეგების ჩვენებისათვისაა, ლიდერების წასვლა მაჟორიტარულ ოლქებში, იმისათვის, რომ ჩაიკეტოს ხვრელები ივანიშვილის ოლიგარქიული მაჟორიტარების შემოსასვლელად, ნაძალადეველები განწყობილი არიან რომ არჩვენები იქნას მოგებული ანუ ქვეყანამ გაიმარჯვოს, პარტიულმა თანამშრომლობამ გამოიწვია ის ნიუანსიც, რომ არ იხევენ ტანსაცმელს, რომ მე ვიქნები პრემიერ-მინისტრიო," - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

დღის ამბები