29 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ზაქრო ქუცნაშვილმა დამირეკა 2011 თუ 2012 წელს, მთხოვა ვყოფილიყავი პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი - ალეკო ელისაშვილი

"ზაქრო ქუცნაშვილმა 2011 თუ 2012 წელს დამირეკა, როდესაც იქმნებოდა პარტია "ქართული ოცნება", რამდენჯერმე დამირეკა და მთხოვა რომ ვყოფილიყავი პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი," - ასე უპასუხა "ღამის კურიერის" წამყავნის კითხვას ალეკო ელისაშვილმა, ჰქონია თუ არა მმართველი ძალისგან რაიმე სახის შემოთავაზება ბოლო წლების განმავლობაში.

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ვინმეს უნდა დაეტოვებინა მორალური უფლება "ქართული ოცნების" კრიტიკისთვის და სწორედ ამიტომაც არ შეუერთდა მათ.

"ზაქრო ქუცნაშვილმა 2011 თუ 2012 წელს დამირეკა, როდესაც იქმნებოდა პარტია ქართული ოცნება, რამდენჯერმე დამირეკა და მთხოვა რომ ვყოფილიყავი პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი. მითხრა ასევე ველაპარაკებით ელისო ჩაფიძეს და კარგი იქნება შენც თუ იქნებიო, მე ვუთხარი უარი.

მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდი როგორც შემეძლო და "ქართულ ოცნებაში" დღეს რომ არიან 90% ნაციონალური მოძრაობა, იმათზე 10-ჯერ მეტი მაქვს გაკეთებული. მგონი ივანიშვილს თავისი თევზები, ზებრა და მე არ ვთხოვდით ფულს დანარჩენი ყველა ფულზე იყვნენ მიჩერებულები. 2012 წლის არჩევნებზე დავით საგანელიძე იყო შტაბის ხელმძღვანელი და მან შემომთავაზა რომ ვყოფილიყავი ნებისმიერ ოლქში თბილისის მაჟორიტარი, რაზეც ვთქვი უარი. მე მაშინ მიმაჩნდა, რომ ვინმეს უნდა დაეტოვებინა მორალური უფლება "ქართული ოცნების" კრიტიკის. ვხედავდი რომ ესენი ჩაფლავდებოდნენ, სახელდახელოდ ახოხოლავებული პოლიტიკური გუნდი იყო და კი დაიშალნენ და როგორი გუნდიც არის, კი ვუყურებთ," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

დღის ამბები