29 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
ჩვენ დამოუკიდებლად ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ეს იყო ნომერ პირველი ამოცანა პირველი დღიდან - მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობის მიღებას. მისი თქმით, პარტია საქართველოს ორპოლუსიანი პოლიტიკური გარემოს პირობებში ალტერნატიულ ძალად უნდა ჩამოყალიბდეს. 

"ჩვენ დამოუკიდებლად ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ეს იყო ნომერ პირველი ამოცანა პირველი დღიდანვე, რომ ჩვენ დამოუკიდებელ ძალად ვყოფილიყავით წარმოდგენილები. ამ სტრატეგიას მივყვებით, არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვართ ალტერნატიული ძალა, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დასრულდეს ორპოლუსიანობა და დაიწყოს ქვეყნის აღმშენებლობისთვის ბრძოლა,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ღიად არის დარჩენილი,  ვის კანდიდატურას დააყენებს გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთსა და საბურთალოს ოლქებში. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის ნაწილი დამოუკიდებლად გეგმავს არჩევნებში მონაწილეობას, მაგალითად, "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, რომელიც საბურთალოზე აპირებს ძალები მოსინჯოს.

დღის ამბები