29 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ჩინეთი ნავიგაციის საკუთარ სისტემას ქმნის

ჩინეთმა კოსმოსში სატელიტი "ბიდოუ-3" გაუშვა, რომლის მეშვეობითაც ქვეყანა ნავიგაციის საკუთარ სისტემას შექმნის.

10 მილიარდიანი პროექტით ჩინეთს საშუალება მიეცემა, აღარ იყოს დამოკიდებული ამერიკულ GPS სისტემაზე. როგორც ცნობილია, რაკეტა კოსმოსური სადგურიდან ჯერ კიდევ გასულ კვირას უნდა გაეშვათ, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ის დროებით გადადეს.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით მსოფლიოში ნავიგაციის სულ 3 სისტემაა. ესენია ამერიკული "ჯიპიესი", რუსული "გლონასი" და ევროპული "გალილეო", ჩინეთის "ბიდოუ-ს" ნავიგაციის სისტემა კი მე-4 გახდება.

ჩინეთის ხელისუფლების განმარტებით, მათი ნავიგაციის სისტემა მუშაობას 2035 წელს დაიწყებს და "ჯიპიეს-ზე" ბევრად მძლავრი იქნება.

დღის ამბები