29 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეს დაემატა ძალადობის მუხლი - სპეციალური ბრიფინგი შსს-ში  

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. ამის შესახებ შსს-ის მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, რომ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი გამოძიების ამ ეტაპზე არ იკვეთება.

 რაც შეეხება გადაკვალიფიცირებას, გამოძიება დაწყებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით. მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, კვალიფიკაციას დაემატა კიდევ ერთი, ძალადობის მუხლი.

"50 მოწმე დაიკითხა, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება. ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე პირების ტანსაცმელები. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახ​თან. შსს მოუწოდებს ყველას - თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, ითანამშრომლოთ უწყებასთან.

რაც შეეხება ექსპერტიზის შედეგებს, ისინი ჯერჯერობით მუშაობენ და  ექსპერტიზის დასკვნა არ გვაქვს. ჯერჯერობით სისხლის სამართლებლივი დევნა ამ საქმეში არ იკვეთება. თუ იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი. ამ ეტაპზე არ იკვეთება გიორგი შაქარაშვილის მიერ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი,"- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვა სამაშველო სამსახურმა.

მოზარდი 19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა და სამაშველო ჯგუფი მას ოთხი დღის განმავლობაში ეძებდა.

დღის ამბები