29 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
დასავლური დემოკრატია კვლავ ვითარდება: დააკვირდით საქართველოს - euractiv

ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთი უნდა იდგეს ჰონგ-კონგის ხალხის გვერდით რთულ პერიოდში, ჩვენც უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში, რათა მისი დემოკრატიის ალმა უფრო ნათლად განაგრძოს წვა - წერს გამოცემა  Euractiv -ის  სტატიაში ენდრიუ როსინდელი, ბრიტანეთის პარლამენტის კონსერვატიული დეპუტატი და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი.

მისი თქმით, საქართველო იყო პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა სავაჭრო ხელშეკრულებას დიდ ბრიტანეთთან ბრექსიტის შემდეგ.

"საქართველო არის პირველი კანდიდატი: ეს იყო პირველი ევროპული ქვეყანა,
რომელმაც ხელი მოაწერა სავაჭრო ხელშეკრულებას დიდ ბრიტანეთთან ბრექსიტის
შემდეგ, ხოლო ახლახან, ქვეყნის ელჩმა, სოფი ქაცარავამ განაცხადა, რომ
”საქართველოში ბრექსიტს ვხედავთ, როგორც გაერთიანებული სამეფოს
შესაძლებლობას, დაადასტუროს თავისი ვალდებულება, როგორც დასავლეთის
საზოგადოების წამყვანმა წევრმა და გააღრმავოს სავაჭრო, ეკონომიკური და
პოლიტიკური კავშირები მთელს მსოფლიოში. ბრექსიტის შემდგომი უახლესი
სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის და რომელიც მოიცავს ახალ სავაჭრო გარიგებას, მთავარი მაგალითია.   "ქართული ოცნების“ მთავრობამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები და მოდერნიზაცია განახორციელა - მსოფლიო ბანკი საქართველოს მე –7 ქვეყნად განიხილავს „ბიზნესის კეთების გამარტივების“ მხრივ. პირველად, წელს, საქართველო შეუერთდა ნატოს კიბერუსაფრთხოების  პლატფორმას, რომელიც ცნობილია როგორც MISP. კიდევ, ნატოს არაწევრი მხოლოდ ერთი ქვეყანა, ფინეთი, მიიღეს MISP– ში. "- წერს  ენდრიუ როსინდელი.

ამასთან, როსინდელის თქმით, დიდი პროგრესი აღინიშნა დემოკრატიული რეფორმების სფეროში, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

"ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისმთავრობები მიესალმნენ ბოლოდროინდელ საარჩევნო რეფორმას, რომელიც გაფორმდა 8 მარტს, როგორც მთავარი წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის გასამტკიცებლად და თბილისის ნატოსა და დასავლეთთან დასაახლოვებლად. სამწუხაროდ, საერთაშორისო მასშტაბით მხარდაჭერილი საარჩევნო რეფორმის განხორციელებად ამჟამად არ არის აქტუალური.  

ოპოზიცია, რომელმაც ხელი მოაწერა 8 მარტის ხელშეკრულებას, კვლავ მოითხოვს
მათი ზოგიერთი წევრის ციხიდან განთავისუფლებას, რის გარეშეც ისინი მხარს არ
დაუჭერენ შეთანხმებას. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ორი წევრი შეიწყალეს
და გაათავისუფლეს, მესამედი კვლავ პატიმრობაში რჩება.
ორივე მხარე უნდა შეიკრიბოს და შეთანხმდეს საარჩევნო სისტემაში ცვლილებების
შეტანის თაობაზე, აგრეთვე სასამართლო სისტემის პოლიტიზირებულად
აღქმასთან დაკავშირებით. 

ჩვენ არასდროს უნდა გამოტოვოთ დემოკრატიული ძალებისა და რეფორმების
მხარეს დგომის შესაძლებლობა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. როდესაც ჩვენ გადავდივართ დიდი ბრიტანეთის მსოფლიოსთან ურთიერთობის  ახალ ეპოქაში, როგორც ერმა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს შანსი და ვიფიქროთ იმ ფასეულობებზე, რომლებიც გვინდა, რომ ფართო სამყაროსთან ჩვენს ურთიერთობებზე და, თავისთავად, ჩვენს ისტორიულ კონტრიბუციაზე აისახოს.  მართალია, ყველაფერში პოზიტივი არ ყოფილა - თანამედროვე ისტორიაში კი მხოლოდ რამდენიმე ფასეულობა უფრო ღირებული ან გავლენის მქონე ვიდრე საპარლამენტო დემოკრატია და კანონის უზენაესობა. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ვალდებულება, რომ მხარი დავუჭიროთ მსოფლიოს მასშტაბით ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება ალის შენარჩუნებაში ან იმაში, რომ ალმა უფრო მეტად ანათოს. "- წერს ენდრიუ როსინდელი. 

დღის ამბები