29 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
საფრანგეთი ლიბიაში თურქეთის სამხედრო ინტერვენციას არ შეეგუება - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი თურქეთის სამხედრო ინტერვენციას ლიბიაში არ შეეგუება. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ტუნისელ კოლეგასთან ერთად ელისეს სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ანკარა "სახიფათო თამაშშია ჩართული". მან ასევე დაგმო ლიბიაში რუსი სამხედროების ყოფნა, თუმცა უფრო მეტი ყურადღება თურქეთზე გაამახვილა.

მაკრონმა გაიხსენა 10 ივნისის ინციდენტი, რა დროსაც ფრანგულ და თურქულ სამხედრო გემებს შორის ლიბიის სანაპიროებთან ინციდენტი მოხდა. მისი თქმით, ეს შემთხვევა უცილებლად უნდა იყოს გამოძიებული.

დღის ამბები