29 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
სამი ახალი კოვიდინფიცირებულიდან ერთის წყარო უცნობია, 2 კი საკარანტინო სივრციდანაა გადმოყვანილი - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, დღეს დადასტურებული სამი ახალი კოვიდინფიცირებულიდან 2 საკარანტინო სივრციდან გადმოყვანილი იმპორტირებული შემთხვევაა. რაც შეეხება მესამე პაციენტს, მიმდინარეობს წყაროს მოძიება. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, იმპორტირებული შემთხვევები ორი სტუდენტია, რომლებიც სომხეთში სწავლობდნენ და ამ დრომდე საკარანტინო სივრცეში იყვნენ მოთავებულნი

"გუშინდელი მონაცემებით, 908 დადასტურებული შემთხვევა იყო, დაგვემატა მხოლოდ სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა და ამჟამად, არის 911 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულები 7-ით გაიზარდა, იყო 761 და გახდა 768. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღეს დილის მონაცემებით, 129 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. ეს სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 არის საკარანტინო სივრციდან, ეს არის შემოტანილი შემთხვევა, ერთი ახალი შემთხვევის ჩაღრმავებული ეპიდკვლევა გრძელდება, წყაროს მოძიების თვალსაზრისით.

ჩვენი ცენტრის მონაცემებით, გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა, ორი ახალი დადასტურებული მივიღეთ, გუშინ ორი გაეწერა და კვლავ როგორც გუშინ იყო, დღესაც 24 დადასტურებული შემთხვევა გვრჩება. ეს ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა, არც ერთი არ არის მძიმე, ერთთან გვაქვს მსუბუქი სიმძიმის პნევმონია, მეორე პნევმონიის გარეშეა. ზოგადად, კლინიკაში 24 პაციენტიდან მათი სიმძიმე საშუალო და საშუალოზე მსუბუქები არიან,"- აცხადებს მარინა ეზუგბაია.

დღის ამბები