თეთრ სახლთან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ენდრიუ ჯექსონის ძეგლის ჩამოგდების მცდელობა პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. სააგენტო "როიტერსის" ცნობით, მომიტინგეებმა ძეგლს თოკები გამოაბეს და მის ჩამოგდებას ამ გზით შეეცადნენ.
მოგვიანებით, ადგილზე გამოჩნდა პოლიცია, რომელმაც დემონსტრანტებს ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება არ მისცა. სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან ძეგლის ჩამოგდების მცდელობას ვანდალიზმი უწოდა.