თავდასხმას მექსიკაში 15 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, მოსახლეობას თავს შეიარაღებული კრიმინალური ჯგუფი დაესხა. გარდაცვლილები წამებით არიან მოკლული. მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. მიმდინარეობს გამოძიება.