29 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
როდის და რა პირობებით მოხდება აუზებისა და ფიტნეს დარბაზების გახსნა?

როდის და რა პირობებით მოხდება აუზებისა და ფიტნეს დარბაზების გახსნა? სტრუქტურის წარმომადგელებს ბიზნესომბუდსმენი, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სპორტის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საჭირო რეგულაციების სამუშაო ვერსია.

საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობის გახსნა ბოლო მეექვსე ეტაპზეა დაგეგმილი და ის 6 ივლისს უნდა ამოქმედდეს.

"ჯინო ფერედაისის" აღმასრულებელი დირექტორი რუსუდან ჯიქიას განცხადებით, ფიტნეს დარბაზებსა და აუზების წარმომადგენლებს სურთ გაიხსნან ისე, როგორც ბიზნესი და ამისგან პოულობდნენ სარგებელს. მათი თქმით მეორე მხარისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა საჭირო ნორმას აკმაყოფილებდნენ.

ბიზნესომბუცმენი მიხეილ დაუშვილის თქმით, ყველა კრიტიკული საკითხი, რომელიც განხილვის საგანი იყო, ყველა ეს საკითხი გავლილი არის ეპიდემიოლოგებთან.

"რა თქმა უნდა ჩვენ ვცდილობთ, რომ სტანდარტები იყოს მაქსმალურად მორგებული და ორიენტირებული ბიზნესზე და მათ ინტერესებზე, თუმცა ცხადია, ამ პროცესში ვითვალისწინებთ ეპიდემიოლოგების რჩევებსა და მათ მოთხოვნებს," - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

დღის ამბები